ფეხბურთი

18:43 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძესა და ჭანტურიას ახალი მწვრთნელი ჰყავთ

იტალიური “ემპოლის” ქართველ ლეგიონერებს ლევან მჭედლიძესა და რომან ჭანტურიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ ჯოვანი მარტუსკიელოს სახით. ამის შესახებ ტოსკანური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 44 წლის იტალიელ სპეციალისტს პარასკევს მედიის წინაშეც წარადგენენ.

მარტუსკიელო, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე მარკო ჯამპაოლო შეცვალა, დიდი სამწვრთნელო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. “ემპოლი” მისთვის პირველი დიდი გუნდი იქნება. ისე კი, აქამდე ჯოვანი მხოლოდ ბავშვთა და ახალგაზრდულ გუნდებს ავარჯიშებდა.

იმედია, ქართველ თავდამსხმელებს მარტუსკიელო გაცილებით დიდ სათამაშო დროს მისცემს, ვიდრე ამას ჯამპაოლო აკეთებდა.

0.12379