ფეხბურთი

17:12 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია “კაიზერსლაუტერნში”?

თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შესაძლოა გერმანულ “კაიზერსლაუტერნში” გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტპორტალი transfermarkt.de ავრცელებს. წყაროს ცნობით, “კაიზერი” 22 წლის ქართველი შემტევის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

“კაიზერსლაუტერნი” გერმანიაში საკმაოდ ცნობილი გუნდია და 1998 წელს ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. თუმცა, ამჟამად მცირე ჩავარდნა აქვს – აწ დასრულებული სეზონი, რომელიც ამ გუნდმა II ბუნდესლიგაში გაატარა, მეათე ადგილზე დაასრულა.

იქვე, გერმანული საიტი sport-90.de წერს, "კარლსრუესა" და ბრაუნშვაიგის "აინტრახტის" ინტერესის შესახებაც. ორივე ზემოხსენებული გუნდი მეორე ბუნდესლიგის ბინადარია.

რაც შეეხება ქვილითაიას, იგი საქართველოც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 29 მატჩში გატანილი 24 გოლით. მის მიმართ დაინტერესებას ბორისოვის “ბატე” და კიევის “დინამოც” იჩენენ. თუმცა, რამდენად შეელევა “დინამო” ლიდერს, უცნობია. მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონს უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში და იქ წარმატებით გამოსვლა აქვს მიზნად დასახული.

0.12104