ფეხბურთი

16:47 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერი” თითქმის დაადასტურა

შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩის თქმით, მან უკვე გადაწყვიტა თუ სად ითამაშებს დამდეგი სეზონიდან. თუმცა, სკანდინავიელ ფეხბურთელს კონკრეტული გუნდი არ დაუსახელებია. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დააანონსა, დიდი ალბათობით, მას ინგლისურ გუნდში ვიხილავთ.

“ჩემი მომავლის შესახებ ბევრი იწერება გაზეთებსა და ჟურნალებში. იგი უკვე დაწერილია, მე გადაწყვეტილება მივიღე. შემოთავაზებები მაქვს იტალიიდან, ინგლისიდან, მაგრამ ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ და სხვა არაფერზე.

მეტის თქმა არ შემიძლია – უბრალოდ, გეტყვით, რომ ინგლისიდან კონკრეტული წინადადებები მაქვს”, - განაცხადა ზლატანმა.

მოგეხსენებათ, ზლატანმა პსჟ-ს დატოვების შესახებ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა და ახალი გუნდის ძიებაშია. ბოლო პერიოდში მის სახელს ყველაზე აქტიურად “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ და იბრას ზემოხსენებულ სიტყვებს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, სწორედ “ოლდ ტრაფორდი” იქნება მისი მომდევნო გაჩერება.

0.110541