აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში “კლივლენდ კავალიერსმა” შინ “ტორონტო რეპტორსი” 38-ქულიანი სხვაობით 116:78 გაანადგურა. “კლივლენდი” მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერის როლში იყო.
“ტორონტოს” ტრავმის მოშუშების შემდეგ იონას ვალანჩუნასი დაუბრუნდა, თუმცა ლიტველმა გუნდს 9 ქულა და ერთი პასი შესძინა და რაც უნდა გასაკვირი იყოს ცენტრმა ვერც ერთი მოხსნა ვერ გააკეთა. “ტორონტოს” ვერც ერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო თავის გამოჩენა. კანადელთა რიგებში ყველაზე მეტი 14 ქულა დემარ დეროზანმა ჩააგდო, კაილ ლოურიმ მხოლოდ 13 ქულა, სხვა არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია ქულების გრაფაში ორნიშნა რიცხვი. “კლივლენდში” კი გუნდის ლიდერებმა თავი გამოიჩინეს. კევინ ლავი 25 ქულა, კაირი ირვინგი და ლებრონ ჯეიმსი 23-23 ქულა. სერიას “კავალერია” 3:2-ს იგებს, მეექვსე შეხვედრა კანადაში 28 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.
“კლივლენდ კავალიერსი” – “ტორონტო” 116:78 (37:19, 28:15, 35:26, 16:18)
https://www.youtube.com/watch?v=yktORdW0-zo