კალათბურთი

1:21 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 11 ქულა და მარცხი ნახევარფინალში

გოგა ბითაძის “მეგა ლეკსმა” სერბეთის იუნიორთა ჩემპიონატის ნახევარფინალში ფავორიტად მიჩნეულ “ცრვენა ზვეზდას” დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა, საბოლოოდ, 79:85 წააგო და ახლა, მე-3 ადგილისთვის ითამაშებს.

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 11 ქულა და 5 დაფარება შესძინა, საუკეთესონი კი ნოვაკ მუშიჩი (20 ქულა, 5 პასი) და ნიკოლა მიშკოვიჩი (15 ქულა, 14 მოხსნა) იყვნენ.

დღეს, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში “მეგა ლეკსი” “იაგოდინას” ეთამაშება, რომელიც მე-2 ნახევარფინალში “პარტიზანთან” დამარცხდა.

0.118772