ჩოგბურთი

22:55 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა "როლან გაროსს" გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა საფრანგეთის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. კალაშნიკოვა და ჩერნოგორიელი დანკა კოვინიჩი უკრაინელ ტყუპ დებს – ნადია და ლიუდმილა კიჩენოკებს გაეჯიბრნენ და 6:7 (2:7), 4:6 დამარცხდნენ.

ამდენად, “როლან გაროსს” ქართველი ჩოგბურთელი აღარ შემორჩა. კალაშნიკოვამდე საფრანგეთის ღია პირველობას ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოეთიშა.

0.123995