ფეხბურთი

20:53 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ცისკარიძე, კლაუდიო რანიერი და “ინტერი” – წლების წინ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე ავსტრიაშია და სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისმა ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდში პირველად უხმო ჩეხური “ტეპლიცეს” მცველ ზურაბ ცისკარიძეს. 29 წლის განაპირა მცველს, რომელსაც მთლიანობაში სამ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, კარიერის უმეტესი ნაწილი ამერიკაში აქვს გატარებული, თუმცა შვედეთსა და რუსეთშიც უთამაშია.

თუმცა, იყო დრო, როცა ცისკარიძის დამატებაზე თურმე, არც მეტი, არც ნაკლები მილანის “ინტერი” ფიქრობდა. როგორც ირკვევა, ეს 2011 წელს იყო, როდესაც “ნერაძურის” ახლა უკვე “ლესტერის” თავკაცი კლაუდიო რანიერი ედგა სათავეში.

“ინტერი” იმ პერიოდში განაპირა მცველს ეძებდა, მეტწილად, უნივერსალური თვისებების მქონე ფეხბურთელს. ინგლისური, რუსული, უკრაინული ფეხბურთის ექსპერტი და ფიფას აგენტი დენის ლაჩტერი იტალიურ გრანდს სწორედ ცისკარიძის კანდიდატურას სთავაზობდა...

ინტერნეტპორტალი interlive.it-ი ლატჩერის სიტყვებს ციტირებდა: “შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს, ძალა და გაძლეობაც გააჩნია. აქვს ქართული და ამერიკული პასპორტი, მაგრამ ასევე შეუძლია პოლონურის აღებაც. ამჟამად პერმის “ამკარში” თამაშობს, მაგრამ მჯერა, სერია A-სთვის მზადაა”.

თუმცა, როგორც გამოჩნდა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ცისკარიძე კალჩოსა და “ინტერის” ნაცვლად, “ამკარიდან” შვედეთში, კერძოდ, “სოდრაში” აღმოჩნდა...

ვნახოთ, რეალურად როგორ წარმოაჩენს ცისკარიძე თავს საქართველოს ნაკრებში. ამისთვის მას სამი ტესტი აქვს – 27 მაისს, სლოვაკეთთან, 3 ივნისს, რუმინეთთან, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ესპანეთის ნაკრებთან.

0.102078