“მანჩესტერი” გუნდის 34 წლის ნახევარმცველს მაიკლ კერიკს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს, აღნიშნულ ინფორმაციას Times-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კერიკი გუნდში დასარჩენად მზადაა.
ნახევარმცველი “მანჩესტერში” 2006 წელს “ტოტენჰემიდან” გადავიდა. 34 წლის ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” მაისურით 400 შეხვედრა ჩაატარა და გუნდთან ერთად 14 თასი მოიგო.