საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ლესტერის" ნახევარმცველი ნგოლო კანტე მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" აწარმოებს. აღნიშნული ინფორმაცია Le Parisien-მა გაავრცელა.
ფეხბურთელმა "მელიებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება იუარა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა პირობებს სთავაზობს პსჟ კანტეს და რამდენის გადამხდელია ნახევარმცველში ფრანგული გრანდი.
გასულ სეზონში კანტე პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ფეხბურთელმა 40 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და "ლესტერის" წარმატებაში წვლილი შეიტანა.