არგენტინის ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე წამსვლელი ფეხბურთელები შეარჩია. "ალბისელესტეს" მწვრთნელმა 35-კაციან შემადგენლობაში პაულო დიბალა და მაური იკარდი შეიყვანა. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
თავდაპირველად იტალიური მედია იუწყებოდა, რომ 22 წლის თავდამსხმელს "იუვენტუსი" ოლიმპიადაზე არ გაუშვებდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ამ ფეხბურთელებთან ერთად ოლიმპიადაზე წასვლის შანსი ექნება მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟს ჯოვანის. ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბანფილდში" თამაშობს.