ფეხბურთი

1:45 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეინჯერსმა” შემადგენლობის გაძლიერება დაიწყო

ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ჯოე ბარტონი, რომელიც ძირითადად თავისი უხეში თამაშის მანერითაა სახელგანთქმული, ამიერიდან შოტლანდიური “რეინჯერსის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ გლაზგოური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 33 წლის ნახევარმცველი “რეინჯერსს” ინგლისური “ბარნლიდან” შეუერთდა.

ბარტონმა სახელი “მანჩესტერ სიტისა” და “ნიუკასლ იუნაიტედში” თამაშით გაითქვა. იგი ასევე იცავდა “მარსელისა” და ქპრ-ს ღირსებას. რაც შეეხება “რეინჯერსს”, მოგეხსენებათ, ეს გუნდი შოტლანდიის პრემიერლიგას ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდა და გაძლიერებას ბუნებრივია საჭიროებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.109478