გამოცდილი სპეციალისტი ლუიჯი დელნერი “ვერონას” აღარ გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
65 წლის მწვრთნელმა და კლუბმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს კონტრაქტი.
დელნერიმ, “ვერონა” 1 დეკემბერს ჩაიბარა, თუმცა სერია ბ-ში დაქვეითებისგან ვერ იხსნა.