ჩოგბურთი

18:25 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა გროტი გაანადგურა

“როლან გაროსის” პირველ წრეში ესპანელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიელი სამუელ გროტი 6:1, 6:1, 6:1 გაანადგურა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. რაფამ 14 შესაძლებლობიდან 8 ბრეიკი შეასრულა. ესპანელმა მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო გროტმა 28.

“როლან გაროსის” 1/32-ფინალში ნადალი რეიტინგი 99-ე ნომერს, არგენტინელ ფაკუნდო ბაგნის შეხვდება. მატჩი 25 მაისსა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ “როლან გაროსის” ტურნირი ისტორიაში ყველაზე მეტჯერ (9-ჯერ) რაფაელ ნადალს აქვს მოგებული.

0.125192