აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე თამაშობს ანა შანიძე, რომელსაც 2 ივნისს მხოლოდ 15 წელი უსრულდება. მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელი კატერინა კარპიუკი 6:3, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია.
წყვილთა ტურნირში მე-3 განთესვის მქონე შანიძე და ავსტრალიელი ალექსანდრა ვოლტერსი რუსულ დუეტთან (კალიმულინა-ნეფედოვა) 2:6, 2:6 დამარცხდნენ და შეჯიბრს მეოთხედფინალში გამოეთიშნენ.