ფეხბურთი

15:34 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს “ინტერი”: სვანაძე აგრძელებს, ლომაია წავიდა

ბაქოს “ინტერში” ამ ზაფხულს ბევრი ცვლილება მოხდება. ქართველი მწვრთნელი ზაურ სვანაძე გუნდში დარჩება – ამის შესახებ “ინტერის” პრეზიდენტმა ისაუბრა. გუნდში თამაშობდნენ ნიკა კვეკვესკირი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ლომაია, ლაშა კასრაძე და ლაშა სალუქვაძე. თუმცა, ლომაია გამოაკლდა.

36 წლის ქართველ მეკარეს კონტრაქტი დაუმთავრდა კლუბთან და ახალი შეთავაზება არ ჰქონია. ლომაია პირველი ქართველი გახლდათ, რომელიც “ინტერში” გადავიდა, ეს ჯერ კიდევ კახა ცხადაძის მწვრთნელობისას. გიორგიმ 7 სეზონი გაატარა აზერბაიჯანულ გუნდში.

“ინტერის” ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე კვეკვესკირია, რომელმაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა. მასაც დაუმთავრდა კონტრაქტი და “ინტერი” ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს, თუმცა სხვა გუნდებიდანაც არის მის მიმართ ინტერესი. მათ შორის თბილისის “დინამოდან”.

0.120081