ესპანურ “ვალენსიას” უახლოესი ორი წლის განმავლობაში ისევ პაკო აიესტარანი უხელმძღვანელებს. კლუბის ოფიციცალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 53 წლის ესპანელ სპეციალისტთან სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება.
აიესტარანმა “ვალენსიას” სათავეში სეზონის მიმდინარეობისას გარი ნევილი შეცვალა და ის აქამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ითვლებოდა. მისი ხელმძღვანელობით “ღამურებმა” რვა მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან სამი მოიგეს, ერთი ფრედ ითამაშეს და სეზონი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულეს.