ჭადრაკი

23:47 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკმა ერთ-ერთ ფავორიტს სძლია

ქართველმა მოჭადრაკე ნინო ხომერიკმა (2304) რუსულ კირიშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” მორიგი გამარჯვება იზეიმა.

საგულისხმოა, რომ მე-6 ტურში ხომერიკმა შავი ფიგურებით შეჯიბრის ერთ-ერთი ფავორიტი, მე-3 ნომრად განთესილი რუსი სერგეი ლობანოვი (2469) დაამარცხა.

შედეგად, ნინომ კიდევ 2 მოჭადრაკის დარად, 4.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, 12 მონაწილეს შორის მე-5 ადგილზე იმყოფება.

პირველ ორ საფეხურს გერმანელი დმიტრი კოლარსი (2470) და სომეხი არამ აკობიანი (2348) ინაწილებენ, რომელთა აქტივშიც 4.5-4.5 ქულაა.

მე-7 ტურში, რომელიც 24 მაისს შედგება, ხომერიკი თეთრებით ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე რუს საველი გოლუბოვს (2484) ეთამაშება, რომელსაც ასევე 4.0 ქულა გააჩნია.

0.124358