ფეხბურთი

20:00 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოფელ უბისაში ვიტალი დარასელიას მონუმენტი დადგეს

ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში ვიტალი დარასელიას მონუმენტი დაიდგა. ვიტალი 1982 წლის 13 დეკემბერს სწორედ ამ სოფელში მოჰყვა ავტოკატასტროფაში. გავა წლები, ათწლეულები და ვიტალი დარასელიას მიერ გატანილი გოლი მუდამ დაუვიწყარი იქნება. 1981 წლის 13 მაისს ხომ თასების თასის ფინალში “კარლ ცაისს” გადამწყვეტი ბურთი გაუტანა.

უბისაში, გზის პირას დაიდგა ეს მონუმენტი. იქ იყვნენ, თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელები, ვიტალის შვილი, ვიტალი დარასელია-უმცროსი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, მათ შორის, პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც.

მარგვეთისა და უბისისი ეპარქიის მეუფე მელქისედეკმა პარაკლისი აღავლინა.

ხარაგაულის მინიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ რაიონი მომავალშიც იზრუნებს ვიტალი დარასელიას სახელის უკვდავსაყოფად და იმ ადგილას, სადაც მონუმენტი აღიმართა, ვიტალი დარასელიას სახელობის სკვერიც გაკეთდება და კეთილმოეწყობა. გამვლელებს კი საშუალება ექნებათ, რომ შეჩერდნენ და ვიტალი გაიხსენონ, მისი გოლები და თამაშები გაიხსენონ.

0.118765