ფეხბურთი

19:48 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონიმ საუკეთესო “მილანი” ვნახეო...

იტალიური “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გუნდის მთავარი მწვრთნელის, კრისტიან ბროკის მუშაობით კმაყოფილია. როგორც მან იტალიურ მედიას განუცხადა, იტალიის თასის ფინალში საუკეთესო “მილანი” იხილა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

“მადლობა კრისტიან – “იუვენტუსთან” მე ვნახე საუკეთესო “მილანი” ბოლო ორი წლის განმავლობაში. ბროკი სერიოზული და უნარიანი ადამიანია. მჯერა, რომ იგი ყველაფერს კარგად აკეთებს. რაც შეეხება მის მომავალს, ეს ყველაფერი გასარკვევია”, - თქვა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, ზემოხსენებული შეხვედრა “იუვენტუსთან” “როსონერიმ” დამატებით დროში წააგო და ისევ ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ასეთი რამ კი ლომბარდიულ გრანდს მიჯრით მესამე წელია ემართება.

0.107985