სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

23:17 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი ლიდერებს ქულით ჩამორჩება

რუსულ კირიშიში მიმდინარე ახლაგაზრდულ საჭადრაკო ტურნირზე 4.0-4.0 ქულით გერმანელი დმიტრი კოლარსი (2470) და სომეხი არამ აკობიანი (2348) დაწინაურდნენ, სუსტი სქესის ერთადერთი წარმომადგენელი – ქართველი ნინო ხომერიკი (2304) კი 3.0 ქულით მე-7 ადგილზეა.

მე-5 ტურში ხომერიკი თეთრი ფიგურებით ბელარუს ვიაჩესლავ ზარუბიცკის (2252) დაუზავდა და კიდევ სამ მოჭადრაკესთან ერთად, მეოთხე-მეშვიდე პოზიციებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, როგორც აღვნიშნეთ, მეშვიდეა.

ტურნირი “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” 11 ტურად მიმდინარეობს და 28 მაისს დასრულდება. მე-6 ტურში, რომელიც 23 მაისს შედგება, ხომერიკი შავებით რუს სერგეი ლობანოვს (2469) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11942