ჩოგბურთი

22:47 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი-ედმუნდი წვიმამ ჩაშალა

საფრანგეთის ღია პირველობის ორგანიზატორებს უამინდობამ გეგმები პირველივე დღეს აურია. წვიმის გამო არაერთი მატჩი გადაიდო და მათ შორის მოხვდა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის და ბრიტანელი კაილ ედმუნდის მატჩიც.

უკვე ცნობილია, რომ ქართველი ქომაგისთვის საინტერესო შეხვედრა 23 მაისს, მე-6 კორტზე მე-3 წყებაში გახლავთ დაგეგმილი და თბილისის დროით 16:30 საათამდე არ დაიწყება.

ცხადია, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარიზის ცა შავი ღრუბლებისგან ხვალ მაინც განთავისუფლდება.

0.112328