დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურში მთავარი ამბები ცხრილის ქვედა ნაწილში ხდებოდა: 5 გუნდს ჰქონდა გავარდნის საფრთხე და ორნი უნდა გავარდნილიყვნენ. საბოლოოდ, თერჯოლის “საპოვნელა” და მარტვილის “მერანი” დარჩნენ დამწუხრებულნი.
“საპოვნელა” “ჩიხურასთან” 0:2-ს აგებდა და ბუხაიძის დუბლით გაათანაბრა ანგარიში. კიდევ რჩებოდა დრო, რადგან 85-ე წუთი იყო, თუმცა თერჯოლელებმა ბოლოს აქეთ გაუშვეს გოლი და წააგეს.
“ზუგდიდი” უშანსოდ დარჩა “დილასთან”, 0:3 წააგო და დამოკიდებული დარჩა სხვების შედეგზე: ზუგდიდელებს გაუმარტლათ, რომ “მერანმა” სტუმრად ბათუმის “დინამოს” ვერ მოუგო. მარტვილელებმა ბოლო წუთებზე პენალტიც ვერ შეაგდეს და უგოლო ფრეს დასჯერდნენ, რაც გავარდნად დაუჯდათ. “ზუგდიდმა” და “მერანმა” თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვეს. საბოლოოდ, ურთიერთშეხვედრებმა გადაწყვიტა: 3:0 და 0:0 – “ზუგდიდს” მარტვილელებთან უპირატესობა ჰქონდა.
გადარჩნენ “ლოკომოტივი” და “გურია”, რომლებსაც სხვებთან შედარებით უკეთესი სიტუაცია ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ წაგების შემთხვევაშიც შეინარჩუნებდნენ ადგილს უმაღლესში. ლანჩხუთელებმა სულაც მოიგეს ფოთში (1:0), ხოლო “ლოკომოტივმა” ფრედ ითამაშა “ცხინვალთან” – 1:1.
თურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “სიონის” გამარჯვება სამტრედიაში (2:1) და “ტორპედოს” 5:0 გამარჯვება “საბურთალოსთან”. ქუთათურებმა სეზონის ბოლო ნაწილი ძალიან ძლიერად ჩაატარეს.
და კიდევ, ჩემპიონმა “დინამომ” ვახტანგ ჭანტურიშვილის ბოლო წუთებზე გატანილით 1:0 სძლია ქობულეთის “შუქურას”. ამ მატჩში ფეხბურთიდან გააცილეს 38 წლის ალექსანდრე იაშვილი.
ტორპედო (ქუთაისი) – საბურთალო (თბილისი) 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 მამასახლისი (7), 2:0 ბაბუნაშვილი (44), 3:0 კლიმიაშვილი (53), 4:0 კაპანაძე (66), 5:0 ფურცხვანიძე (72)
სამტრედია – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 ტატანაშვილი (48), 0:2 გოგიაშვილი (52 საკ.კარში), 1:2 ენდელაძე (85)
დინამო (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0;0)
გოლი: 1:0 ჭანტურიშვილი (88)
დილა (გორი) – ზუგდიდი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 მოდებაძე (14), 2:0, 3:0 მარცვალაძე (61, 74)
გაძევება: ზარქუა (27, ზუგდიდი)
დინამო (ბათუმი) – მერანი (მარტვილი) 0:0
კოლხეთი (ფოთი) – გურია (ლანჩხუთი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 გამყრელიძე (90)
გაძევება; გიგაური (59, კოლხეთი)
ცხინვალი – ლოკომოტივი (თბილისი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ლექვთაძე (63), 1:1 გავაშელიშვილი (77)
ჩიხურა (საჩხერე) – საპოვნელა (თერჯოლა) 3:2 (0:0)
გოლები: 1:0 კირკიტაძე (60), 2:0 ჩიკვაიძე (64), 2:1, 2:2 ბუხაიძე (81, 85), 3:2 მუმლაძე (90)