ქართველმა მოჭადრაკე ნინო ხომერიკმა (2304) რუსულ კირიშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” პირველი მარცხი განიცადა.
ხომერიკი შავი ფიგურებით გერმანელ დმიტრი კოლარსთან (2470) დამარცხდა და 2.5 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ პოზიციაზე სწორედ კოლარსია 3.5 ქულით.
მე-5 ტურში, რომელიც 22 მაისს შედგება, ხომერიკი თეთრებით ბელარუს ვიაჩესლავ ზარუბიცკის (2252) დაუპირისპირდება.