ფეხბურთი

19:41 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "იუვემ" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "მილანთან" მოგებული იტალიის თასის შემდეგ "როსონერის" კარგი თამაში აღნიშნა.

"მილანმა" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მინდა მათ ეს მივულოცო. რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვულოცავ ჩემ გუნდს, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ფინალი რთული აღმოჩნდა, ჩემმა შეგირდებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, ფსიქოლოგიური სტრესის გამო, თუმცა საბოლოოდ მაინც გაიმარჯვეს." - განაცხადა ალეგრიმ.

იტალიის თასის ფინალი "იუვენტუსმა" დამატებით დროში ალვარო მორატას გოლის წყალობით მოიგეს. "მილანმა" წაგებით კი ევროპა ლიგის საგზური დაკარგა.

0.117561