ფეხბურთი

19:23 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ბაიერნში" გატარებული სამი წელი დიდებული იყო"

აწ უკვე "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გერმანიის თასის მოგების შემდეგ კლუბს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, ფეხბურთელები მომენატრებიანო. "რეკორდმაისტერებმა" ფინალში "დორტმუნდი" პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხეს.

"განვლილ შეხვედრაში ორივე გუნდს მომენტები ჰქონდა. მატჩის ბოლო ორივე გუნდის ფეხბურთელები დაიღალნენ. პენალტების სერიაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენ კი საბოლოოდ დავამარცხეთ მაღალი კლასის მქონე გუნდი. სამი წელი "ბაიერნში" დიდებული იყო. მიუნხენელებს მომავალში წარმატებას ვუსურვებ და ფეხბურთელები მომენატრებიან." - ციტირებს ესპანელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

მომდევნო სეზონიდან გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" უხელმძღვანელებს, ხოლო მიუნხენის "ბაიერნს" კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს.

0.120652