შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და "გლადბახის" ცენტრალური ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელეს. როგორც sky sports-ი იუწყება, ფეხბურთელმა "მეთოფეთა" მაისურით ფოტოები გადაიღო და ამის ამსახველი მასალა ინგლისურმა გამოცემამ გაავრცელა.
როგორც მოსალოდნელია, ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში ჯაკა ახალ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გასულ სეზონში ალბანური ფესვების მქონე მოთამაშემ გერმანულ გუნდში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.