სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:37 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ბიაზიმ 27 ფეხბურთელს უხმო

ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზიმ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპისთვის გაფართოებული 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

იტალიელი სპეციალისტის მიერ გამოძახებული ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩებს ყატართან და უკრაინასთან გამართავენ. ამის შემდეგ დე ბიაზი საფრანგეთში გასამართი ტურნირისთვის საბოლოო 23-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთი შვეიცარიას, საფრანგეთს და რუმინეთს დაუპირისპირდება.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჯანის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ეტრიტ ბერიშა ("ლაციო"), ალბან ჰოჯა ("პარტიზანი"), ორგეს შეხი ("შკენდერბიუ")

მცველები: ლორიკ ცანა ("ნანტი"), არლინდ აიეტი ("ფროზინონე"), ბერატ ჯიმსიტი ("ატალანტა"), მერგიმ მავრაი ("კიოლნი"), ამირ რაჰმანი ("სპლიტი"), ელსეიდ ჰიუსაი ("ნაპოლი"), ანსი აგოლი ("ყარაბახი"), ფრედერიკ ვესელი ("ლუგანო"), ნასერ ალიი ("ბაზელი")

ნახევარმცველები: ლედიან მემუშაი ("პესკარა"), ერგიუს კაჩე (პაოკი), ანდი ლილა ("იანინა"), მიგენ ბაშა ("კომო"), ოდისე როში ("რიეკა"), ბურიმ კუკელი ("ციურიხი"), ერმინ ლენიანი ("ნანტი"), ჰეროლინდ შალა ("სლოვანი"), ტაულანტ ჯაკა ("ბაზელი"), ამირ აბრაში ("ფრაიბურგი")

თავდამსხმელები: ბექიმ ბალაი ("რიეკა"), სოკოლ ციკალეში ("ისთამბული"), არმანდო სადიკუ ("ვადუცი"), მილოტ რეშიკა ("ვიტესი"), შკელზენ გაში ("კოლორადო რეპიდსი")

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121202