ფეხბურთი

21:49 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" სინქლერი გაიფორმა

"ლივერპულის" ახალგაზრდული გუნდის აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ჟერომ სინქლერი კარიერას "უოტოფრდში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.

19 წლის ფორვარდი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში ინგლისელმა ასოციაციის თასზე 2 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 21-წლამდელთა პრემიერლიგაში კი თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

0.118304