სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:36 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგობერიშვილი ვარჯიშს ივნისის დასაწყისში შეუდგება

“სიონის” წამყვანი ნახევარმცველი ალეკო გოგობერიშვილი დაშავებულია და ამიტომაც გამოტოვა საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალი თბილისის “დინამოსთან”. უმაღლესი ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი (39 წლის) ივნისის დასაწყისში ვარჯიშს შეუდგება – თავად ასე გვითხრა:

“სამწუხაროდ, თბილისის “დინამოსთან” წავაგეთ. ცუდია, რომ ფინალი გამიცდა. “ვიტ ჯორჯიასთან” თასის საპასუხო შეხვედრაში მყესები დავიზიანე და ამის გამო მომიწია მკურნალობა. მყესი გაწყვეტილი არაა, მაგრამ მაინც დრო სჭირდება მკურნალობას. უბრალოდ, ეს ვერ ესწრებოდა ფინალამდე. საბედნიეროდ, საშიში არაფერია” – უთხრა გოგობერიშვილმა Worldsport.ge-ს.

გოგობერიშვილმა ასევე გვითხრა, რომ ასაკის მიუხედავად, კიდევ სურს ფეხბურთის თამაში: მინიმუმ ერთი წელი თავისუფლად შემიძლიაო.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116579