ფეხბურთი

10:16 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტიას გუნდი გადარჩა, ჭანტურიას “დუისბურგი” გავარდნის ზღვარზეა

აკაკი ხუბუტიას “მიხალოვცე” სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში დარჩა. ბოლო ტურში “მიხალოვცემ” შინ 3:0 მოუგო “ჟილინას” და ბოლოსწინა ადგილზე გავიდა, ლიგიდან კი ერთი გუნდი, “სკალიცა” გავარდა. ხუბუტიამ ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. 16 შეხვედრა, 0 გოლი – ასეთია აკაკის სტატისტიკა დასრულებულ სეზონში. მან ტრავმის გამო გამოტოვა ბევრი მატჩი.

ხუბუტიას კონტრაქტი უმთავრდება “მიხალოვცესთან” და თავისუფალი აგენტი ხდება.

გიორგი ჭანტურიას “დუისბურგს” კი მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურებში ნაჯაფ-ნაშრომი, შესაძლოა, წყალში ჩაეყაროს. გადათამაშებაში “ვიურცბურგერთან” 0:2 წააგო გასვლაზე და შინ 24 მაისს უწევს საპასუხო შეხვედრა. ჭანტურია სასტარტოში იყო და 75 წუთი ითამაშა.

გერმანული კიკერი წერს: “დუისბურგელთაგან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მწვავედ უტევს. ეს ჭანტურიაა. მარჯვნიდან რამდენიმე კარგი დრიბლინგი წამოიწყო, მაგრამ საკმაოდ ხშირად ეუხეშებიან”.

0.150186