ჩოგბურთი

1:11 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს ედმუნდი ერგო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციაში 3 გამარჯვება იზეიმა და ძირითად ბადეში გააღწია, ძალებს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ კაილ ედმუნდთან მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ბასილაშვილმა “როლან გაროსის” ძირითად ბადეში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც საკვალიფიკაციო ბადის გადამწყვეტ რაუნდში ამერიკელ ჯარედ დონალდსონს 4:6, 7:5, 6:2 სძლია.

აღნიშნულის წყალობით, მსოფლიო რეიტინგში 105-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან პარიზულ კორტებზე გამომუშავებული 35 სარეიტინგო ქულა დაიცვა, ახლა კი, წინსვლას ეცდება.

სამხრეთაფრიკულ იოჰანესბურგში დაბადებულ ედმუნდს კლასიფიკაციაში 84-ე პოზიცია უკავია. გასულ კვირას ნიცის ტურნირზე, გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან მატჩში, ბრიტანელმა ფეხი გადაიბრუნა, კოჭი დაიზიანა და თამაშის შეწყვეტა მოუხდა, თუმცა, როგორც “ტვიტერზე” დაწერა, “როლან გაროსისთვის” სრულ მზადყოფნაშია.

საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ბადის მატჩები სტარტს კვირას, 22 მაისს, აიღებს.

0.132057