ფეხბურთი

0:37 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეორე გამარჯვება გაერთიანებულ საემიროებთან (+VIDEO)

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან და პირველი შეხვედრის მსგავსად, 3:0 იმარჯვა.

ლევან ბაჯელიძის გუნდმა ნათია ბაქრაძის დუბლითა და ლანა გორგაძის ულამაზესი გოლით დაამარცხა მეტოქე.

ეს იყო ბოლო მოსამზადებელი ტესტ-მატჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრამდე, რომელშიც საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 3 ივნისს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.

საქართველო – გაერთიანებული საამიროები 3-0

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო: ნადირაშვილი (84’ სუხაშვილი), სუთიძე, ტატუაშვილი, ჩხარტიშვილი, სხირტლაძე (84’ ბასილაძე), დანელია (75’ გორგაძე), ქველიძე, თოდაძე, ბაქრაძე, ჩემინავა (75’ კვალიაშვილი), ჭყონია.

მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე.

გაერთიანებული საემიროები: ალმაზრუეი, აბდელზია, ალმანსური, ალჰოსანი, ს. ალზააბი (90’ მ. ალზააბი), ბუდებსი, ალნუაიმი, ალჰამადი, ალტაჰერი, ალმუჰაირი (84’ ალშამლი), ალადვანი.

მთ. მწვრთნელი: სამირ ლანდოისი.

გოლები: 1:0 ბაქრაძე (42), 2:0 ბაქრაძე (73), 3:0 გორგაძე (83).

გაფრთხილება: 28’, 89’ სუთიძე, 72’ ალადვანი.

გაძევება: 89’ სუთიძე.

მსაჯები: ლაშა სილაგავა, ხათუნა მაისურაძე, ქეთი გაიპარაშვილი, გიორგი ყრუაშვილი (სათადარიგო).

www.gff.ge

0.118251