პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი 3 წარმომადგენელი "ნიუკასლს" ჰყავს.
აწ უკვე პრემიერშიფში დაქვეითებულმა "კაჭკაჭებმა" ბოლო ტურში "ტოტენჰემი" შინ 5:1 გაანადგურეს და "მამლები" ამ წაგების გამო მესამე ადგილზე გავიდნენ.
მეკარე: შეი გივენი ("სტოკი")
მცველები: ანტონიო ვალენსია ("მანჩესტერ იუნაიტედი"), დარილ იანმაატი ("ნიუკასლი"), რიან ბერტრანდი ("საუთჰემპტონი"), ლეიტონ ბეინსი ("ევერტონი").
ნახევარმცველები: დანიელ დრინქუოთერი ("ლესტერი"), სესკ ფაბრეგასი ("ჩელსი"), ჟანელი იმბულა ("სტოკი"), ჟორჟინიო ვეინალდუმი ("ნიუკასლი").
თავდამსხმელები: ალექსანდარ მიტროვიჩი ("ნიუკასლი"), ოლივერ ჟირუ ("არსენალი")