გერმანელი მესუტ იოზილი ლონდონის “არსენალის” საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 2015-2016 წლების სეზონში. ამის შესახებ “მეთოფეთა ვებგვერდი იუწყება.
27 წლის გერმანელს მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა – მან 45 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე. ინგლისის პრემიერლიგაში კი არც მეტი, არც ნაკლები 20 საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, თავის გუნდს 8 გოლით შეეწია (ყველა ტურნირზე).
იოზილი წარდგენილი იყო პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, მაგრამ ლესტერელ რიად მაჰრეზს ვერ აჯობა.