ფეხბურთი

14:41 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იაგელონიას” პრეზიდენტი: “გვსურს, რომ გუგეშაშვილმა თამაშის უფლება მიიღოს”

როგორც იცით, 1999 წელს დაბადებული ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იანვარში გადავიდა პოლონურ “იაგელონიაში”. მასთან ერთად პოლონელებმა მცველი ლუკა ასათიანიც წაიყვანეს 35-ე საფეხბურთო სკოლიდან. “იაგელონიას” პრეზიდენტმა ცეზარ კულეშამ განაცხადა, რომ კლუბი შეეცდება, გუგეშაშვილმა ამ ზაფხულსვე მიიღოს თამაშის უფლება.

“მეკარის პოზიცია პრობლემატურია და გვაქვს სავარაუდო ახალწვეულების სია. ამასთან, გუგეშაშვილის ყველა საბუთი უნდა მოვაწესრიგოთ, რათა მან თამაშის უფლება მიიღოს, თუმცა ამას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს”.

როგორც ჩანს, “იაგელონიაში” ჭაბუკი ქართველი მეკარე მოსწონთ. შეგახსენებთ, გუგეშაშვილი თბილისის “დინამოდან” გადავიდა პოლონურ კლუბში.

0.144961