კალათბურთი

14:25 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა შაკილ ონილს გადაასწრო

“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა “ტორონტოსთან” (108:89) მოგებულ შეხვედრაში 23 ქულა ჩააგდო და ნბა-ს პლეი-ოფების ისტორიაში 5255 ქულა დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ შაკილ ონილს (5250) გადაასწრო. ამ მაჩვენებლით “მეფე” მეოთხე ადგილზე იმყოფება.

მესამე ადგილს 5640 ქულით კობი ბრაიანტი იკავებს, მეორეს ქარიმ აბდულ-ჯაბარი 5762 ქულით, ხოლო პირველ ადგილზე მაიკლ ჯორდანია - 5987.

0.126859