კალათბურთი

10:57 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის სამმაგი დუბლი და იოლი გამარჯვება “ტორონტოსთან” (+VIDEO)

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში “კლივლენდმა” შინ “ტორონტოს” 108:89 მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა. “კავალერიამ” მეტოქეს ყველა პერიოდში აჯობა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლებრონ ჯეიმსი აღიარეს, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა, 11 პასი, 11 მოხსნა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 26 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო. “ტორონტოში” 22 ქულით დემარ დეროზანი გამოირჩა. სერიის მესამე შეხვედრა კანდაში 22 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

“კლივლენდი” – “ტორონტო” 108:89 (30:28, 32:20, 24:21, 22:20)

0.11719