2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერის რანგში, სავარაუდოდ, ესპანური “ლაბორალ კუჩას” 25 წლის უკანახაზელი მაიკ ჯეიმსი (სიმაღლე 185 სმ.) დაეხმარება. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
აღნიშნული ცნობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამაც დაადასტურა: “თუკი ჯეიმსი “ლაბორალ კუჩაში” დარჩება, კონტრაქტში პირდაპირ ჩაიწერება, რომ საკლუბო კარიერის პარალელურად, ის საქართველოს ეროვნულ გუნდშიც ითამაშებს. ჯეიმსმა ევროლიგაში და “ოთხთა ფინალში” არაერთი შეხვედრა ჩაატარა და მტკიცებაც კი არ უნდა, რომ მაღალი კლასის კალათბურთელია”.
ჯეიმსის საქართველოს ნაკრებში შესაძლო ჩარიცხვას მიესალმა “ლაბორალ კუჩაში” მისი ქართველი თანაგუნდელი თორნიკე შენგელიაც. “ჩემი აზრით, მაიკი ძალიან კარგი მოთამაშეა და საქართველოს ნაკრებს ნამდვილად გამოადგება. აღსანიშნავია, რომ გამთამაშებლის პოზიციაზე, მას ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს. იმედია, მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება და ჯეიმსი ჩვენს ნაკრებს დაეხმარება”.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ქართველი კალათბურთელების მხარდამხარ ჯეიკობ პულენი თამაშობდა, თუმცა, ამერიკელს ევრობასკეტ-2015-ზე ის სარგებელი არ მოუტანია, რასაც მისგან ელოდნენ.
რაც შეეხება ჯეიმსის სტატისტიკურ მაჩვენებელებს. მიმდინარე სეზონში ესპანურ ლიგაში მას 33 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 20 წუთში 10.0 ქულას, 1.9 მოხსნას და 2.7 პასს აგროვებს. მაიკმა ბოლო მატჩი გუშინ მადრიდში “რეალის” წინააღმდეგ ჩაატარა და 15 წუთში 17 ქულა ჩააგდო. ევროლიგის 29 მატჩში ჯეიმსი მოედანზე საშუალოდ 21:13 წუთს ატარებდა, მისი მონაგარი კი ასეთი გახლდათ: 10.0 ქულა, 2.6 მოხსნა, 2.7 პასი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რახან პულენი მოშორდა აღარ ვჩივი, ჩემ ინფაქტზე ჩალიჩობდა ეგ პიტალო
სახელი ჯორდანის, გვარი ლებრონის ჩინებულია.DDDD
კარგი ბიჭი ჩანს და გამოგვადგება ჩემი აზრით
უყურეთ ამის თამაშებს 4 თა ფინალამდე , ევროლიგის წლევანდელ სეზონში. ცსკა თან ესპანეთში , რეალი და ბარსელონა მოუგეს ორჯერ ჯგუფში ლაბორალმა და ცსკას, კარგი კალათბურთელია და ჩვენ ნაკრებს მაგრად გამოადგება, თან თოკოს თანაგუნდელია . მე მაგრამ გამისწორდაა, !!!
პულენს ჯობია უდავოდ. მაგრამ ისიც ხასიათის კალათბურთელია და საკმაოდ არასტაბილური.
ეფექტურად კი თამაშობს, თავისი სიმაღლიდან გამომდინარე სასწაულ დანქებს აკეთებს.
მე პირადად ვფიქრობ უკეთესის არჩევაც შეიძლებოდა, თუნდაც მისივე თანაგუნდელის დარიუს ადამსის სახით.
რაც არ უნდა იყოს, თუ ის დაგვემატა, უკანა ხაზი ისეთი სავალალო აღარ გვექნება, როგორც ჯეიკობ პულენის დროს იყო.
ვნახე სტატისტიკა ,,ოთხთა ფინალის,,და ვერაფერი კარგი–ფენერთან 6ქულა(9დან 3 2ქულიანი ჩააგდო და სამივე 3ანი გააფუჭა),ლოკომოტივთან–2ქულა(3დან ერთი 2ანი ჩააგდო,2ვე სამიანი ააცილა)
ეს ორი სახელი რა საჭიროა?
აქ ბევრმა გამოთქვა მოსაზრება რომ უკეთესი შეიძლებოდა. დიახ, ეს ასეა მაგრამ ერთი რამ ცხადია: ეს კაცი პულენზე უკეთესია და ეს კი უკვე ჩვენი ნაკრებისთვის პლიუსია! რაც შეეხება იმას რომ სტატისტიკური მაჩვენებლები (განსაკუთრებით პასები) არც ისე შთამბეჭდავი აქვს, ამ წუთში ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ნაკრებს კარგად შეეწყოს და ვარჯიშებზე ჩვენს ბიჭებთან საერთო ენა გამონახოს კომბინაციურ თამაშში. ჩემი აზრით, ორი მიმართულებით უნდა გაკეთდეს ამაზე აქცენტი:
ერთი როცა ნაკრების ლიდერებს სროლები არ წაუვათ, მაშინ რაღაც დროით ჯეიმსმა თავისთავზე უნდა აიღოს თამაში. და მეორე, როცა ჯეიმსი თავისკენ მიიზიდავს მეტოქის მოთამაშეებს და თავისუფალ პარტნიორებს პასებით მოამარაგებს. მოკლედ, მომავალი გვიჩვენებს რა იქნება. ისე კი, თუ ეს საკითხი ბოლომდე მივიდა, მაშინ მე პირადად ლამის პირველად შევაქებ ჩვენს კალათბურთის ფედერაციას (იმედია არ შევცდები)
მე კი უკვე შევაქებ თუ ეს მოიყვანეს, რადგან ელისის მერე არავინ გვყოლია უეჭველი ძირითადი გარანტირებული რომ ქონოდა ეს კი ელისზე გაცილებით მაღლა დგას, ჩემი აზრით ამერიკელი იმისთვის უნდა ჩამოიყვანო რომ აქაურებზე გაცილებით უკეთესი იყოს და არა ჰიკმანი-პოულენივით ზამენა გაგიმაგროს...
რაც შეეხება ჯეიმსს ქართველ გამთამაშებლებს და თუნდაც მსროლელებს აშკარად ჯობია, შესვლებიც ყველა მათგანზე უკეთესი აქვს და სროლაც, ამიტომ მგონია რომ ჩვენს ნაკრებს ბევრად არაპროგნოზირებადს გახდის!!
P.S. თუ ვინმე მეორე შემონდ უილიამსს(საუკეთესო იყო ევროპაში) ელოდებით არამგონია შესაძლებელი იყოს, რადგან მისი დონის კალათბურთელები როგორც წესი NBA-დან არმოდიან, იქიდან კი ვინმეს დარწმუნება შეუძლებლად მიმაჩნია....
sandrinio10
ესეთი ლეგიონერი არგვყოლია?? ნამდვილად არვიცი კარგად ამ ბიჭის თამაში, მაგრამ ეს თუ შემონდ უილიამსზე უკეთესია(ძალიან მეეჭვება) ყოჩახ მაშინ ჩვენს ფედერაციას და მაშინ მართლა გაცილებით მაღალი მიზნებისთვის შევძლებთ ბრძოლას...
უკეთესის მოძებნა შეიძლება
2.7 პასი რა ჩემი ფეხებია გამთამაშებლისთვის
ძალიან მაგარი კალათბურთელია იმედია დავიმატებთ
წარმატებები
პულენს აშკარად ჯობია! კარგია, თუმცა უფრო ძლიერის მოძებნა შეიძლებოდა!
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=49_KrDvvamQ')>0?'https://www.youtube.com/watch?v=49_KrDvvamQ':'https://www.youtube.com/watch?v=49_KrDvvamQ'))
ესპანეთშიც და ევროლიგაზეც ზუსტად 10 ქულას და 2,7 პასს აკეთებს საშუალოდ და სავარაუდოდ ნაკერებშიც მასე იქნება და არცთუისე კარგი შედეგია ჩემი აზრით
ძალიან მაგარი ბიჭია მაიკ ჯეიმსი, ლაბორალის თამაშებს ევროლიგაზე , ეს კაცი იყო ერთ ერთ მთავარ როლში ბურუსისთან ერთად. ძალიან მაგარი იქნება თუ ჩვენ ნაკრებში ითამაშებს, ასეთი ლეგიონერი ჯერ არ გვყოლია, ჯობია პულენსაც და ვისაც უთამაშია, მაგრად ტენის ფარში !
ჯეიმსი კარგი იქნებოდა...ოღონდ ლებრონი DDDD