ჟორჟე ჟესუსმა ლისაბონის "სპორტინგთან" კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ჟორჟემ ლისაბონელები 2015 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. ჟესუსის მწვრთნელობით, "სპორტინგმა" 51 მატჩი ჩაატარა, აქედან 36 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, ხოლო 9 მატჩში მარცხი განიცადა.