“იუვენტუსის” 23 წლის ესპანელი შემტევი ალვარო მორატა შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს. პარიზელები მზად არიან მორატას შესაძენად 60 მილიონი ევრო გადაიხადონ, აღნიშნულ ინფორმაციას AS.com-ი ავრცელებს.
მორატა “იუვენტუსის” ღირსებას 2014 წლიდან იცავს, სადაც 63 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. მორატა ესპანეთის ნაკრების წევრია და სულ 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული.