ინგლისური “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ევროპის ლიგის ფინალში “სევილიასთან” მარცხის (1:3) შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი დროს სწორად გამოიყენებს და ახალ სეზონში ბევრად ძლიერი იქნება.
“ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრა იმას ნიშნავს, რომ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. არ მაქვს საუბარი შემადგენლობის გაძლიერებაზე, უნდა ვივარჯიშოთ და უკეთესები გავხდეთ. ყველას ვპირდები, დროს სწორად გამოვიყენებთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით. “სევილიასთან” მატჩში ჩვენი პოტენციალის 50-60 პროცენტი გამოვავლინეთ და ეს ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ დავბრუნდებით” - განაცხადა ფინალური მატჩის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა.