რუსეთის ქალაქ კირიშიში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” პირველი გამარჯვება იზეიმა ნინო ხომერიკმა (2304).
ტურნირის მონაწილე ერთადერთმა გოგონამ შავი ფიგურებით რუსი ალექსეი ეფანოვი (1693) დაამარცხა და 1.5 ქულა მოაგროვა. ამ შედეგით ნინო მეორე-მეექვსე ადგილებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მესამეა.
2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით ლიდერი რუსი სერგეი ლობანოვია (2469). მე-3 ტურში ხომერიკი თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ აბდულა გადიმბაილის (2330) ეთამაშება, რომელიც 0.5 ქულით მე-9 ადგილზეა.