ჩოგბურთი

21:47 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მეოთხედფინალში დამარცხდა

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და გერმანელი ტატიანა მარიას წყვილი, რომელიც გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მე-2 ნომრად იყო განთესილი, შეჯიბრს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვამ და მარიამ პირველ წრეში რუსებს – ვალენტინა ივახნენკოს და მარინა მელნიკოვას 7:6 (6:8), 6:7 (7:4), 10:8 სძლიეს, მე-2 რაუნდში კი რუსების კიდევ ერთ დუეტთან (ნათელა ძალამიძე-ვერონიკა კუდერმეტოვა) ასევე სამსეტიან შეხვედრაში დამარცხდნენ – 4:6, 6:2, 5:10.

ქართველმა და გერმანელმა ჩოგბურთელებმა NÜRNBERGER VERSICHERUNGS CUP 2016-ზე 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

0.134202