ბერძნული Sentragoal-ის ცნობით, გიორგი მერებაშვილი “ლევადიაკოსს” დატოვებს და სხვა გუნდში გადავა. ჯერჯერობით, ეს არაოფიციალური ცნობაა, თუმცა აღნიშნულია, რომ “ლევადიაკოსი” სამ ახალ ფეხბურთელს ეძებს და მათ შორის, ერთს მერებაშვილის პოზიციაზე.
მერებაშვილის გუნდი საბერძნეთის ჩემპიონატში მეათე ადგილზე გავიდა, ქართველმა კი წლეულს 12 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. გიორგიმ სეზონის პირველი ნახევარი ასევე საბერძნეთის “ვერიაში” გაატარა.
მანამდე კი მერებაშვილმა ოფი-ში ითამაშა ერთი სეზონი და იქ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა.