ფეხბურთი

14:16 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ლივერპულს" შანსი აქვს დიდი ნაბიჯი გადადგას"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "სევილიასთან" გასამართი ევროპა ლიგის ფინალის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა საკუთარი გულშემატკივრები გაახაროს.

"აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემი ფეხბურთელების სათამაშო ხარისხში დარწმუნებული ვარ და მათ ფინალი დაიმსახურეს. ბედნიერი ვარ, რომ მათ აჩვენეს რამდენად ძლიერები არიან და შანსი აქვთ დიდი ნაბიჯი გადადგან. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში არაფერს იგებ, რთულია წარმატების მიღწევა.

გულშემატკივრებს ძალიან უნდათ ევროპა ლიგაზე ჩვენი გამარჯვება. მათ დიდი გზა გაიარეს. ევროპაში ჩვენთან ერთად მოგზაურობდნენ და გვინდა ოცნება ავუხდინოთ. პირობას ვიძლევი ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. ერთი პრობლემაა, "სევილიაც" იგივეს შეეცდება. როდესაც მთელი მსოფლიო გიყურებს, მზად უნდა ვიყოთ შეცდომებისთვის. ფეხბურთი შეცდომების გარეშე არ არსებობს." - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი გერმანელის სიტყვებს.

ლივერპულელებმა ევროტურნირზე ბოლოს 2004/05 წლების სეზონში იმარვეს. მაშინ "მერსისაიდელებმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. უეფას თასზე კი "ლივერპულმა" ბოლოს 2000/01 წლების სეზონში იმარჯვა. ინგლისელების და ესპანელების დაპირისპირება ბაზელში 18 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.114309