მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი ბელინდა ბენჩიჩი და კაროლინა ვოზნიაცკი “როლან გაროსს” გამოტოვებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ბენჩიჩს ზურგის ტრავმა აწუხებს, რის გამოც შვეიცარიელს აპრილს შემდეგ აღარ უთამაშია. ბელინდა ლორიან დევისმა ჩაანაცვლა. ვოზნიაცკის კოჭის ტრავმა აქვს, მის ნაცვლად ტურნირზე კვალიფიკაციის იღბლიანი დამარცხებული ითამაშებს.