საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი მოიგო. ლევან ბაჯელიძის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე არაბეთის გაერთიანებული საამიროები 3:0 დაამარცხა. 14-ე წუთზე გოლის ავტორი ხატია ჭყონია გახდა. 86-ე წუთზე ნინო სუთიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 3:0 კი გორგაძემ დააფიქსირა.
საქართველო - გაერთიანებული საამიროები 3:0
თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო
გოლები: 1-0 ჭყონია (14), 2-0 სუთიძე (86), 3-0 გორგაძე (90)საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებთა მეორე ამხანაგური მატჩი 20 მაისს, 18 საათზე მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სფფ-ს პრესსამსახური