კალათბურთი

1:00 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა მეოთხედფინალი გამარჯვებით გახსნა

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” თურქეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში ჩაება და შინაურ კედლებში “ბანვითს” 77:76 სძლია. სტამბოლელები მეტოქეს დიდი ხნის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ და სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ მე-2 ტაიმში მოახერხეს.

მარკოიშვილმა მოედანზე 21:39 წუთი გაატარა და 3 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთაგან საუკეთესო ამერიკელი ლუკ ჰერენგოდი იყო, რომელმაც 23 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. “ბანვითს” ფრანგმა მძიმე ფორვარდმა ადრიენ მოერმანმა ულიდერა 27 ქულითა და 8 მოხსნით.

მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩს 19 მაისს უკვე “ბანვითი” უმასპინძლებს.

0.123563