ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2015-16 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ “ესტუდიანტესის” ფორვარდი ხუანჩო ერნანგომესი აღიარეს. 20 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარი 9.7 ქულა, 5.5 მოხსნა გახლავთ.
გამოკითხვაში მე-2 ადგილი მადრიდის “რეალის” წევრმა ლუკა დონჩიჩმა დაიკავა, მესამეზე კი “უნიკახას” წარმომადგენელი ალბერტო დიასი გავიდა.