ფეხბურთი

18:58 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა “რეიმსიდან” მიდის – პრეზიდენტმა დაადასტურა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით გუნდს შეიცვლის. ამის შესახებ “რეიმსის” პრეზიდენტმა ჟან პიერ კაილომ ისაუბრა. როგორც მან ფრანგულ მედიასთან, კერძოდ, francebleu.fr-თან ინტერვიუში განაცხადა, კანკავას შესახებ კლუბი ნებისმიერ დაიტერესებას განიხილავს.

“ვფიქრობ, ჯაბა კანკავა “რეიმსს” დატოვებს, ფრანგ ფეხბურთელებს მეტი შანსი რომ მივცეთ. თუმცა, ჩვენ არავის შევთავაზებთ მის შეძენას. მსურველი კლუბები თავად უნდა დაგვიკავშირდნენ, რადგან ფინანსური მოგების მისაღებად ფეხბურთელებს არ გავყიდით”, - თქვა კაილომ.

შეგახსენებთ, კანკავა “რეიმსში” გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და ძირითად შემადგენლობაში ადვილად დამკვიდრდა. მაგრამ, მისი გუნდი ლიგა 1-დან გავარდა. კანკავა კი მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში გუნდის დატოვებას რომ აპირებდა, ამის შესახებ worldsport.ge-მ ცოტა ხნის წინ შეგატყობინათ.

არადა, “რეიმსმა” სეზონი ჩინებულად დაიწყო და ზამთრამდე ევროზონაშიც გახლდათ, თუმცა მერე გუნდის თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა და შედეგად, ახალი სეზონიდან ქვედა ლიგაში მოუწევს თამაში. უშუალოდ ჯაბამ კი 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთ საგოლე პასს გამორჩა. ამასთან, ერთხელ გააძევეს, ხოლო 12-ჯერ გააფრთხილეს.

0.116417